ალენ ბერსე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას
კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოსთან დიალოგი აუცილებელია.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია. კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას“, – წერს ალენ ბერსე X-ზე.