მანჩესტერში, სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეფასდა

მანჩესტერში, სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოში ოთხი ადამიანი რჩება, მათ სხვადასხვა სახის სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მათ ზუსტად იციან თავდამსხმელის ვინაობა, რომელიც შეიარაღებულმა პოლიციელებმა მოკლეს. დაკავებულია კიდევ ორი ​​პირი.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ს განუცხადა, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილს „რამდენიმე გაფრთხილება მისცა – მან არ მოუსმინა, ამიტომ ცეცხლი გახსნეს“.

აღსანიშნავია, რომ კირ სტარმერი დანიაში ვიზიტს ნაადრევად ამთავრებს და ქვეყანაში ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები