გიორგი კალანდარიშვილი: პერსონალური მონაცემების დაცვით უნდა განხორციელდეს ყველაფერი და არავის აქვს უფლება, საარჩევნო უბანზე არსებული პერსონალური მონაცემები კანონსაწინააღმდეგოდ დამუშავდეს

,,კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების შესაძლებლობა ექნებათ დამკვირვებლებსაც, პარტიისა თუ მედიასაშუალების წარმომადგენლებს, როგორც წინა არჩევნებზე, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ფოტო-ვიდეო გადაღებას კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში თავისი რეგულაციები აქვს, რომელიც ადგენს იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი.

„პერსონალური მონაცემების დაცვით უნდა განხორციელდეს ყველაფერი და არავის აქვს უფლება, საარჩევნო უბანზე არსებული პერსონალური მონაცემები კანონსაწინააღმდეგოდ დამუშავდეს. თუ მუდმივად აპირებს კენჭისყრის შენობაში მყოფი პირი ფოტო-ვიდეო გადაღებას და ეს აღემატება 10 წუთს, ეს სტაციონარულად უნდა განახორციელონ.

კამერა მიმართული უნდა იყოს საარჩევნო ყუთზე და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხორციელდებოდეს მონაცემების დამუშავება. ამის პრაქტიკა უკვე მრავალი წელია არსებობს. სხვა შემთხვევაში, იქნება ეს დამკვირვებელი, პარტიის წარმომადგენელი, თუ მედიასაშუალების, ამის შესაძლებლობა როგორც წინაზე [არჩევნებზე], ახლაც ექნებათ“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები