ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის – ვლადიმერ ბუკიას ნამუშევრები გადაეცა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ვლადიმერ ბუკიამ საკუთარი ნამუშევრები გადასცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხატვრის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობას მხატვრის შვილმა, დიმიტრი ბუკიამ, გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. ეტაპობრივად, მხატვრის 30-მდე ნამუშევარი გადაეცემა ხელოვნების მუზეუმს, რომლის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.
ვლადიმერ ბუკიამ თბილისის სამხატვრო აკადემია 1976 წელს დაამთავრა. მან აბსტრაქტული ნახატების, მინანქრის პანელებისა და ქანდაკებების მრავალფეროვანი სერია შექმნა. შესრულებული აქვს ნახატების სერია ზეთის საღებავში, უმეტესად – პორტრეტები. ამჟამად ვლადიმერ ბუკია აშშ-ში მოღვაწეობს და აქტიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნების ახალ ნამუშევრებზე.
ვლადიმერ ბუკიას გამოფენები იმართებოდა საქართველოში, ესტონეთში, რუსეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები