„გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი გატეხა“
„გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი გატეხა“ – ამის შესახებ კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს და მას ზიანის გარდა არაფერი მოუტანია.
“ერთი წელი გავიდა, რაც პრეზიდენტად ავირჩიეთ მარგველაშვილი და ის არ ასრულებს თავის უფლებამოვალეობას და მან პრეზიდენტის ფიცი გატეხა. შეეძლო კონკრეტულ საკითხებზე ხმა ამოეღო და შესაბამისი ზომები მიეღო, ეს არ გააკეთა, სამაგიეროდ წარამარა კინკლაობდა იმაზე, ვის უნდა მოეწერა ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვინ უნდა წასულიყო ვიზიტით საზღვარგარეთ. ამ კინკლაობას შეეწირა საქართველოს პრესტიჟი და ევროსაბჭოს ერთ-ერთ ანგარიშში ეს მოხვდა. ზიანის გარდა, ამ ადამიანისგან ჯერჯერობით არაფერი არ არის“, – განაცხადა მამრაძემ „ალიასთან“ საუბრისას.