აზიის თავზე სუპერტაიფუნ „რაგასა“-ს მოახლოების გამო, ასობით რეისი გაუქმდა და ათიათასობით მგზავრი გზაში დარჩა,- ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს.
“რაგასამ” ფილიპინებში უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. შტორმის გამო რეგიონში 100-ზე მეტი საერთაშორისო რეისი უკვე გაუქმდა.
ჩინეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ციკლონს „შტორმების მეფე“ უწოდა და მე-5 კატეგორიის ქარიშხლის კატეგორიად შეაფასა. ითვლება, რომ ეს წელს მსოფლიოსთვის ყველაზე ძლიერი შტორმია.
ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ტაიფუნი ოთხშაბათს შუადღისას გუანდუნის შტატში, ჟუჰაისა და ჟანძიანგის ქალაქებს შორის მოხვდება. ჩინეთში მოხვედრამდე ტაიფუნის გარე ზოლები ჰონგ-კონგს დაატყდება თავს. ჰონგ-კონგის ობსერვატორიამ ტაიფუნის შესახებ გაფრთხილების დონე 8-მდე გაზარდა.
სუპერტაიფუნმა ორშაბათს უკვე მოიტანა ქარის ნაკადები, რომელთა სიჩქარე საათში 285 კილომეტრს აღწევდა, რამაც ამ კვირაში რეგიონში წყალდიდობების, შტორმებისა და მეწყერების შესახებ გაფრთხილებები გამოიწვია.