ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კულტურის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და სპორტის სპეციალისტი თათა ლამბრიანიძე , 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და გამარჯვება პირადად მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი გიორგი ბლიაძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატზე ორივე მკლავში საპრიზო ადგილი დაიკავა ლექსო კაპანაძემ, ხოლო სანდრო თედიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა. 18 წლამდე ძიუდოისტებს შორის გიორგი შაყულაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები