მდინარე იორდანესთან ოსური წარწერა აღმოაჩინეს
ისრაელში, იორდანიაში არის ადგილი, სადაც იესო ქრისტე მოინათლა. ოსური ტელევიზიის „Ossetia.tv-ის ინფორმაციით, ამ ადგილთან ახლოს აღმოჩენილია წარწერა „ახალი აღთქმიდან“, რომელიც მედიის განცხადებით, ოსურ ენაზეა შესრულებული. „Ossetia.tv“-ის ვარაუდით, წარწერა დიდი ხნის არ უნდა იყოს, თუმცა, მათივე განცხადებით, ფაქტი გაკვირვებას იწვევს. იორდანეში, მომლოცველთათვის გამოყოფილ ბანაობის ადგილებთან, წარწერა მრავალ ენაზეა შესრულებული.