ნეთანიაჰუ – “პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება”

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება დაგმო.

“მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს – თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორს. ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით არ შეიქმნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები