საქართველოს მთავრობა რჩება სრულიად ღია და ერთგული, იმუშაოს თავის პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული თანამშრომლობა, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ადასტურებს ეუთო-ს ვალდებულებებისადმი ერთგულებას.
„ნება მომეცით გამოვეხმაურო გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, ვოლკერ ტურკის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს, რომ „გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტურია – მაგრამ იგი არ იცავს მათ, ვინც იყენებს გამოხატვას ძალადობისა და სიძულვილის გასაღვივებლად. სულ უფრო მეტი ლიდერი ახდენს გამოხატვის თავისუფლების ინსტრუმენტალიზაციას, რათა დაფარონ საკუთარი ხმები მაშინ, როცა აჩუმებენ მათ, ვინც ეწინააღმდეგება. ეს უნდა დასრულდეს, ყველგან და ყოველთვის.“ ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების ბირთვია, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პოლიციელების შეურაცხყოფას, რომლებიც საკუთარ საქმეს ასრულებენ“.
საქართველოს მთავრობა რჩება სრულიად ღია და ერთგული, იმუშაოს თავის პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული თანამშრომლობა. აქვე, მსურს, დავადასტურო ეუთო-ს ვალდებულებებისადმი ჩვენი ერთგულება, ისევე, როგორც ჩვენი შეუქცევადი გზა ევროპული ინტეგრაციისაკენ, რაც მტკიცედ რჩება და განსაზღვრავს ჩვენს მომავალ კურსს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.