დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ისინი საკუთარ სასიცოცხლო ძალას ეძებენ არა საქართველოში, არამედ უცხოეთში
„ოპოზიციური ძალები საკუთარ სასიცოცხლო ძალას ეძებენ არა საქართველოში, არამედ უცხოეთში,“- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს რადიკალური ოპოზიციური ძალები საკუთარ სასიცოცხლო ძალას ეძებენ არა საქართველოში, არა ქართველ ხალხთან და ამომრჩეველთან. ამის ნაცვლად ისინი დადიან უცხოეთში, იქ, საიდანაც იღებენ ერთი მხრივ, დავალებას, სასიცოცხლო რესურსებს და ცდილობენ, შეასრულონ ის განკარგულებები, რომლებსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება რა თქმა უნდა, არც ერთ გარე ძალას არ მისცემს იმის უფლებას, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტურული მარიონეტული მთავრობა არალეგიტიმურად კვლავ დააბრუნოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.