ირაკლი კირცხალია – ელენე ხოშტარიაზე: ეს არის განულებული პოლიტიკოსის ერთგვარი გამოსავალი
„თვითდაპატიმრება არის კიდევ ერთი სცენარის ნაწილი, რომ გამართლდეს რაღაც კუთხით ის შემდგომი მათი ჩაშლილი გეგმა, რომელ გეგმასაც ასე ომახიანად ახმოვანებენ პაატა ბურჭულაძის სახით დღეს,“ – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც ხედავენ, რომ რეალურად არანაირი რესურსი არ აქვთ, ამას კარგად აფასებენ მათივე პატრონებიც, ამიტომ მიმართეს თვითდაკავების გზას. ეს არის ერთგვარი განულებული, ე.წ. პოლიტიკოსის ერთგვარი გამოსავალი, რომ რაღაც კუთხით კიდევ ერთხელ გაიცოცხლოს გარკვეულ პარტაქტივში, პატრონებთან თავი. თვითდაპატიმრება არის კიდევ ერთი სცენარის ნაწილი, რომ გამართლდეს რაღაც კუთხით ის შემდგომი მათი ჩაშლილი გეგმა, რომელ გეგმასაც ასე ომახიანად ახმოვანებენ პაატა ბურჭულაძის სახით დღეს“, – აღნიშნა კირცხალიამ.