“მერიის პროექტის, ” ისწავლე და დასაქმდის” პროგრამები ბიზნესის საჭიროებებთან პირდაპირ კავშირშია, რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება “- მათე ტაკიძე

პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორის, მათე ტაკიძის განცხადებით, თბილისის მერიის პროექტის, ” ისწავლე და დასაქმდის” პროგრამები ბიზნესის საჭიროებებთან პირდაპირ კავშირშია. როგორც ტაკიძემ მედიაჰოლდინგ ” კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროგრამებზე რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმართვიანობა მაღალია.

“მერიის დაფინანსებით ახალი პროექტის, “ისწავლე და დასაქმდის” განხორციელება დაიწყო. ეს მოკლევადიანი მომზადება – გადამზადების პროგრამებია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. თითოეული პროგრამა ისეა გაკეთებული, მისი კონტენტი ისეა შექმნილი, რომ ის ბიზნესის საჭიროებებთან პირდაპირ კავშირშია. ჯერ ვაკეთებთ პროგრამას, რომელიც ვალიდაციას ბიზნესთან გადის და ამის შემდგომ უკვე პროგრამის ავტორიზაცია ხდება. რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული, ძალიან დიდი აქტივობაა. მოსახლეობას ვთხოვ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივობა გამოიჩინონ და პროგრამაზე დარეგისტრირდნენ.

როგორც მოგახსენეთ, პროგრამები აბსოლუტურად უფასოა, მერია აფინანსებს. თითოეული ამ პროგრამის უკან რომელიმე კონკრეტული ბიზნესი დგას. შესაბამისად ამა თუ იმ პროგრამის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და
დასაქმება ძალიან წარმატებულ კომპანიებში ხდება.
ყველაფერთან ერთად ჩვენ, ახალი
მიმართულებები და ახალი პროგრამები შემოვიტანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგალითად, წელს უკვე ჩაშვებული გვექნება პროგრამა, რომელიც
დიზლ-გენერატორებისა და ძრავების სპეციალობაში გადამზადება – მომზადებას გულისხმობს . პროგრამა, კომპანია “ბორუსან კატ საქართველოსთან” ერთად შევიმუშავეთ. მინდა გითხრათ, რომ ამით დაინტერესებულია არა
მხოლოდ ჩვენი ეს საიმედო ბიზნესპარტნიორი, არამედ
სანაპირო დაცვის სამსახური, სხვადასხვა კომპანია, სადაც კი მძიმე ტექნიკასთან
დაკავშირებით არის მოთხოვნა. გარდა ამისა, ჩაშვებულია ახალი პროგრამა – კერამიკა. დანარჩენი მიმართულებები
გახლავთ ისეთი, როგორიცაა შედუღება, ენერგეტიკა, მშრალი მშენებლობა, კონდიცირების სისტემები, გეოდეზია და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეგისტრაციის მესამე თუ მეოთხე დღეა, იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ვფიქრობ, კონკურსი იქნება. თუმცა, მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ თბილისის მერია ამ პროგრამას აგრძელებს, თუ ვინმე ამ ეტაპისთვის კონკრეტულ სპეციალობაზე ვერ
მოხვდება, დამერწმუნეთ, გაზაფხულისთვის მიღება კიდევ გამოცხადდება. შესაბამისად, თქვენ მოგეცემათ საშუალება,
მიიღოთ ზუსტად ის განათლება, უნარები, კვალიფიკაცია, რომელიც ძალიან წარმატებულად დასაქმებისთვის გჭირდებათ” – განაცხადა ტაკიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი გამოაცხადა. რეგისტრაციის 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდეა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში – ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არსებულ პროგრამებს 19 ახალი პროფესიული კურსი დაემატება.

„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები