ქართველი ოლიმპიელი გოგი თოფაძეს სასამართლოში უჩივის

   იასონ აბრამაშვილი, რომელიც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრია, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს უჩივის. აბრამაშვილის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, აბრამაშვილის ოჯახი და გოგი თოფაძე ბიზნესპარტნიორები იყვნენ, თუმცა მოთხილამურეს ამ პარტნიორობიდან რაიმე სარგებელი არ მიუღია. ადვოკატის თქმით, აბრამაშვილი და თოფაძე ბაკურიანში სპორტული კომპლექსის აშენებას გეგმავდნენ, რისთვისაც ქართველმა სპორტსმენმა სოლიდური თანხა გაიღო, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.
„საუბარია ნოტარიული საბუთების გაყალბებაზე. 2008 წელს, როდესაც ვითომდა აბრამაშვილმა ხელი მოაწერა საბუთს, რომლის საფუძველზეც ის უარს აცხადებს მეწილეობაზე. ის საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში“, – აცხადებს მოსიაშვილი.
მოსიაშვილის თქმით, გაყალბების გარდა, ნოტარიულ საბუთებში სპორტსმენის გვარიც შეცდომითაა მითითებული. დოკუმენტებში აბრამაშვილის ნაცვლად აბრამიშვილია მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები