„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი ზაქარია წიკლაური წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სოზარ სუბართან ერთად წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოცემულ ლოკაციაზე დაიგო ასფალტი ცენტრალურ და შიდა გზებზე, დამონტაჟდა გარე განათებები და მოეწყო სპორტული მოედნები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მოსახლეობამ მმართველი გუნდის და მისი პოლიტიკის სრული მხარდაჭერა გამოხატა და მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მისი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა პოზიტიურად შეაფასა. თავის მხრივ, ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ადგილობრივების პრობლემებს მათი ჩართულობით და მათთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე გაუმკლავდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები