რუსეთი უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის დიპლომატიურ გზით მოგვარებას ამჯობინებს და მოლაპარაკებებისთვის ღიაა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აღნიშნულით პესკოვი აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის მოსკოვის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებისა და ნატო-ს ყველა წევრისადმი რუსული ნავთობის უარყოფის მოწოდების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას: ღია ვრჩებით მოლაპარაკების პროცესისთვის. ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ უკრაინის კრიზისის გადაჭრის ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტა პოლიტიკური და დიპლომატიურია. ამიტომ, ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი, ის არ შეცვლილა“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მან ტრამპის განცხადებებსა და მოლაპარაკებების ამჟამინდელ მდგომარეობას შორის კავშირის შესახებ ვარაუდების გაკეთებაზე უარი თქვა.
„ეს ალბათ ამერიკულ მხარეს უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
როგორც კრემლმა მანამდე განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა შეხვედრის ადგილი და ფორმატი კვლავ განსახილველია.