კახა კოტორაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, თუმცა, ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, შპს “ფინის” დირექტორს 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები