ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს.

გამოძიება ხოშტარიას, 14 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება.

ხოშტარია ორი დღის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები