„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 610 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი შეაგროვა
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” მიმდინარე წლის 2025 წლის 8 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 610 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი შეაგროვა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ნარჩენი საავტომობილო ზეთის ამოღება, პარტნიორი იმპორტიორი კომპანიებისგან და ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ავტოსახელოსნოები, ზეთის შეცვლის ობიექტები, საავტომობილო პარკები).
,,ნარჩენი ზეთის მთლიანი მოცულობის ნაწილი გადამუშავებულია, ხოლო მეორე ნაწილი გატანილია ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით.
აგრეთვე, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ 2025 წლის პირველ 8 თვეში 330 ტონა ნარჩენი აკუმულატორი შეაგროვა. შეგროვებული ნარჩენი აკუმულატორები, გადამუშავების მიზნით, პარტნიორ კომპანიებს ბარდება, რომლებიც მოქმედი კანონის ყველა წესის დაცვით მათ გადამუშავებას ახდენენ.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ აღნიშნულ პერიოდში, 2 420 ტონა ნარჩენი საბურავი შეაგროვა. ამოღებული ნარჩენი საბურავების დიდი ნაწილი გადამუშავებულია, ხოლო ნაწილი შეგროვების ობიექტებზეა განთავსებული.
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.
ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება, აქტიურად მიმდინარეობს როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.