მახაშვილი – ბრიტანეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე: ჩვენთვის მისაღები იქნებოდა ერთადერთი გზავნილი, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია ძალადობა, ექსტრემიზმი, არჩევნების ბოიკოტი და საზოგადოების ნების უგულებელყოფა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბრიტანეთის საელჩოში გიორგი ბარამიძისა და გიგა ბოკერიას ვიზიტს ეხმაურება.

„ჩვენ შეიძლება, ყველანაირი შეხვედრის აზრი გავიგოთ. მთავარია, რეალურად რაზე იყო საუბარი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, რა იყო მთავარი გზავნილი დიდი ბრიტანეთის ელჩის მხრიდან. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა მხოლოდ ერთადერთი გზავნილი, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია ძალადობა, ექსტრემიზმი, არჩევნების ბოიკოტი და საზოგადოების ნების უგულებელყოფა. თუ ეს გადასცა მკაფიოდ, მაშინ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ შეხვედრას, ხოლო თუ ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ პირიქით, წაეხალისებინა ეს რადიკალური ძალები, ეს იქნებოდა ჩვენთვის მიუღებელი“, – აცხადებს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები