არჩილ გორდულაძე საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე: საქართველოს ახლა უკრაინის ხელისუფლებაში “კეთილის მოსურნეები” არ ჰყავს

“ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “ჰექსოგენის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“არ გვყავს კეთილის მოსურნეები ახლა უკრაინის ხელისუფლებაში და, შესაბამისად, მათი ინტერესია, რომ რამენაირად არეულობა მოხდეს ჩვენთან. ასევე, გარე ძალებს აქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, რომ ამ არეულობის ფონზე მღვრიე წყალში თევზი მარტივად დაიჭირონ. ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები