ქადაგიშვილი – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე: ინიციატივის მიზანია, საქართველოში კორუფცია მინიმალურ დონეზე დავიდეს
“სულ ბოლო კვლევით, რომელიც, სხვათა შორის, ევროკომისიის მიერ იყო დაკვეთილი, ჩვენ ევროპის საუკეთესო ოცეულში მოვხვდით, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი”, – ამის შესახებ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე საუბრისას აცხადებს.
“ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური მიზანი გაგვაჩნია ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კორუფცია შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შემაფერხებელი. ამიტომ, ეს ბოლო ინიციატივაც, სწორედ ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს,” – აცხადებს ქადაგიშვილი.