ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანაში პირველად ხორციელდება საერთაშორისო დანიშნულების ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

სრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, პარალელურად მიმდინარეობს ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3620 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინერტული მასალების შეტანა, ფუნდამენტის მოწყობა და ხელოვნური საფარის დაგების სამუშაოები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ასევე, დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.

პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს და მოემსახუროს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიან საჰაერო ხომალდებს.

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი” ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები