ირაკლი ხელაძე: მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მომდევნო წლების განმავლობაში ევროპის სამეულში მოხვდეს

„მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მომდევნო წლების განმავლობაში ევროპის სამეულში მოხვდეს. პრემიერმა კობახიძემ მოსვლისთანავე კორუფციას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა,“ – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში თუ ვინ შეიძლება ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს, საყურადღებოა ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თანამდებობის ყოფილი პირი, თუ ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი,

„მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მომდევნო წლების განმავლობაში ევროპის სამეულში მოხვდეს. პრემიერმა კობახიძემ მოსვლისთანავე კორუფციას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა. მიმდინარე პროცესში თუ ვინ შეიძლება ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს, საყურადღებოა ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თანამდებობის ყოფილი პირი, თუ ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, თუ სხვა ნებისმიერი, მთავარია პრევენციული ხასიათიც ჰქონდეს მსგავსი ტიპის დაკავებებს. ჩვენვე მივეცით საზოგადოებას მათ შორის კითხვების გაჩენის საბაბი. არ ვერიდებით არც კითხვებს, არც რეაქციებს, ღია ვართ“, – აღნიშნა ხელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები