პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს კეტავს

პოლონეთმა ბელარუსთან არსებული ყველა სასაზღვრო და საბაჟო პუნქტი დროებით დახურა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან „Zapad-2025“, რომლებიც 12–16 სექტემბერს ტარდება.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საზღვრის გახსნა უსაფრთხოების გარანტიებზე და მიმდინარე ვითარების შეფასებაზე იქნება დამოკიდებული.

რუსეთის ხელისუფლება პოლონეთის ამ ნაბიჯს „ესკალაციის მცდელობას“ უწოდებს და ვარშავას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები