თორნიკე ჭეიშვილი: ლევან ხაბეიშვილი არის ერთგვარი პირმშო და პროდუქტი იმისა, რასაც ჰქვია „შავი ფული“, კორუფციული გარიგებები, თუ სქემები

„როდესაც ხაბეიშვილი ცდილობდა შეექმნა ფონი, თითქოს რაღაც სერიოზულისთვის ემზადებოდა, წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან მიმართებით, რას ემსახურებოდა იმ [დაკავების] მომენტში ტელეფონის გადამალვა,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„ლევან ხაბეიშვილი არის ერთგვარი პირმშო და პროდუქტი იმისა, რასაც ჰქვია „შავი ფული“, კორუფციული გარიგებები, თუ სქემები. როდესაც ის ცდილობდა შეექმნა ფონი, თითქოს რაღაც სერიოზულისთვის ემზადებოდა, თუ ამზადებდა თავის მხარდამჭერებს, თავისთავად წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან მიმართებით, რას ემსახურებოდა იმ [დაკავების] მომენტში ტელეფონის გადამალვა და ხომ არ იყო ეს დაკავშირებული იმასთან, რომ ვიდრე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა, ამ ტელეფონიდან გამქრალიყო კონკრეტული ინფორმაცია“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას ბრალს დღეს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები