თამარ ტალიაშვილი: სენატორ სივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა ჩემთვის სასიამოვნო იყო
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, კონგრესში „რესპუბლიკელ“ სენატორს სტივ დეინსს შეხვდა.
„სენატორ სივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ჩვენ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა, არსებული კავშირების გაძლიერება და აგრეთვე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა განვიხილეთ“, – ამის შესახებ ტალიაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.