მახაშვილი – ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე: ვიხილეთ კიდევ ერთი წარმოდგენა, ტყუილებისა და დეზინფორმაციის ორომტრიალი

“ვიხილეთ კიდევ ერთი წარმოდგენა, ტყუილებისა და დეზინფორმაციის ორომტრიალი, რომლის მიზანიც არის მხოლოდ ერთი – დააზიანონ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენი მცდელობა, რომ გადავტვირთოთ, ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობები”, – ამის შესახებ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

ის საქართველოს საკითხზე ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენას ეხმაურება.

“ამ მოსმენას არაფერი აქვს საერთო არც ჩინეთთან და არც საქართველოსთან, არც არაფერთან, ერთადერთი მიზანია, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები, მაქსიმალურად დააზიანონ“, – ამბობს მახაშვილი.

ცნობისთვის, მოსმენისას მოწმეების სტატუსით სხდომაზე მიწვეული იყვნენ, ყოფილი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი – თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი – ლუკ კოფი.

შეხვედრას კონგრესმენი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები