„მათი ინტერესია მაქსიმალურად ასწიონ ტემპერატურა და დაძაბონ სიტუაცია,“- ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
„მათი ინტერესი ის კი არ არის, რომ მშვიდობიანად, ცივილიზებულად მივიდეთ 4 ოქტომბერს არჩევნებზე, არამედ მაქსიმალურად ასწიონ ტემპერატურა, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია. ყველაფერი არის ცხადზე ცხადი. ჩვენ რა თქმა უნდა, არ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ძალიან მარტივი, ძალადობრივი სცენარი განახორციელონ”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მორიგი აქცია გაიმართა – ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა შტაბისა და მედიის მისამართით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.