“ხელისუფლება იმოქმედებს კანონის შესაბამისად, დაკავებული იქნება როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაარღვევს კანონს” – წილოსანი
“ხელისუფლება იმოქმედებს კანონის შესაბამისად, დაკავებული იქნება როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაარღვევს კანონს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, “რადიკალების ჯგუფი სულდგმულობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი მხარდაჭერა”.
“მხარდაჭერა იმ ჯარიმების კუთხით, მხარდაჭერა წახალისების გარედან გაკეთებული განცხადებების თუ შიგნიდან არასამთავრობო და სხვადასხვა მათი მომხრეების მხრიდან შეგულიანების კუთხით“, – ამბობს წილოსანი.