გურამ მაჭარაშვილი პროტესტის მონაწილეებზე: არ არის სასიამოვნო ასეთი პროცესები – ვიცით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან თავის სიმაღლეზე, ეს ჩვენ ვნახეთ
„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ასეთი პროცესები. ვიცით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან თავის სიმაღლეზე, ეს ჩვენ ვნახეთ,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა
„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ასეთი პროცესები. ვიცით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან თავის სიმაღლეზე, ეს ჩვენ ვნახეთ – დასაკავებელი ვინც არის, ის იქნება დაკავებული, გამოსაძიებელი რაც არის, იქნება გამოძიებული, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ხალხი ხედავს, ვინ იწყებს ძალადობრივ პროცესებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მორიგი აქცია გაიმართა – ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა შტაბისა და მედიის მისამართით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.