ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.
კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს;
- „გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს 10,7%;
- „ლელო“ – 10,4%;
- „გირჩი“ – 5,1 %;
- „პატრიოტთა ალიანსს“ – 4,2 %;
- ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%.
კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.