ალექსანდრე რაქვიაშვილი: ადამიანს რომ მოუწოდებ, გარისკე შენი სიცოცხლე და თავისუფლებაო, მინიმუმ ხომ უნდა უთხრა, პრემიერი ვინ იქნება? ხაბეიშვილისთვის ვაკეთებთ ამას? ხაბეიშვილი პრეზიდენტი იყოს ან ბურჭულაძე პრემიერი?
ლევან ხაბეიშვილი არის მათი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუ არ მეშლება, რაღაც თავმჯდომარეა ამ პარტიაში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მე რევოლუციას ვგეგმავდე და იაგო ამბობდეს, არ ვიღებ ამ საქმეზე პასუხისმგებლობასო, „გირჩი“ ამაზე პასუხისმგებელი არ არისო. ეს ხომ შეუთავსებელი იქნება? – ასე ეხმაურება „ღამის კურიერის“ ეთერში პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობის“ განცხადებებს, 4 ოქტომბერს გადატრიალებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ამ ყველაფერს არასერიოზულს უწოდებს.
„ლევან სანიკიძე, ლევან ხაბეიშვილის თანაპარტიელი ამბობს, რომ პარტია „ნაცმოძრაობა“ არ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აქციაზე. ლევან ხაბეიშვილი არის მათი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუ არ მეშლება, რაღაც თავმჯდომარეა ამ პარტიაში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მე რევოლუციას ვგეგმავდე და იაგო ამბობდეს, არ ვიღებ ამ საქმეზე პასუხისმგებლობასო, „გირჩი“ ამაზე პასუხისმგებელი არ არისო. ეს ხომ შეუთავსებელი იქნება?
მათივე ლოგიკას რომ გავყვეთ, რუსულ რეჟიმს ამხობენ, რუსული რეჟიმი ხომ იმიტომაც უნდა იყოს რუსული, რომ, ალბათ, შეიძლება გაისროლოს, გცემოს, შენ ეუბნები ადამიანს რომ წავიდეთ დავამხოთო, ე.ი. ვიღაცამ შეიძლება გაწიროს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება. ადამიანს რომ მოუწოდებ, გარისკე შენი სიცოცხლე და თავისუფლებაო, მინიმუმ ხომ უნდა უთხრა, პრემიერი ვინ იქნება. ხაბეიშვილისთვის ვაკეთებთ ამას? ხაბეიშვილი პრეზიდენტი იყოს ან ბურჭულაძე პრემიერი? რაღაც ხომ უნდა ისმოდეს? 5-ში რომ გაიღვიძებს საქართველო, დავუშვათ დაამხვეს, ვინ მართავს ამ ქვეყანას?“ – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.