მედია: პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულდა – ტრამპს მალე დაურეკავენ

პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელისეის სასახლე დატოვა.

წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის მოსამზადებელი შეხვედრაა, რომელიც კიევის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრამპთან საუბარში მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი ლიდერები, რომლებიც ვაშინგტონს 18 აგვისტოს ეწვივნენ.

ასევე, ზოგიერთი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შესახვედრად წავიდა.

შეხვედრას ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მას პირადად ესწრებოდნენ ევროკავშირის ექვსი ლიდერი და უკრაინის პრეზიდენტი, დანარჩენები კი ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები