სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში კონკურსი გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე (ადგილების რაოდენობა – 3)

• სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95241?active=1

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები