“NATO-ს წევრ ქვეყანას რომ უბედავ და ითრევ ომში, რაც დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტმა, საქართველოსთან მიმართებით რას აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება, წარმოიდგინეთ” – პაპუაშვილი

“NATO-ს წევრ ქვეყანას რომ უბედავ და ითრევ ომში, რაც დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტმა, საქართველოსთან მიმართებით რას აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ზელენსკი, წარმოიდგინეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კიდევ ბევრი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი იტყვის ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს თავად უკრაინელებმაც თქვეს. არესტოვიჩი რომ არის ზუსტად ამ ქართველი ორკების გაღმერთებული, საზოგადოების მიერ, უსმინეთ მას რას საუბრობს დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ, NATO-ს წევრ ქვეყანას რომ ითრევ ომში, რაც დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომ მას ითრევდნენ ომში, NATO-ს წევრ ქვეყანას, რომ ამას უბედავდნენ, საქართველოსთან მიმართებით რასაც აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი ზელენსკი, წარმოიდგინეთ. რაც მან ქართულ ხალხს გაუკეთა, რაზედაც ჩვენ ჩუმად ვართ, რადგან ჯერ კიდევ ომში არიან და ვინდობთ უკრაინის ხელისუფლებას იმ მხრივ, რომ არ გვინდა პოლემიკაში შესვლა, თორემ ის, რაც მათ გაუკეთეს ქართველ ხალხს, რომ უნდოდათ, რომ ქართველი ქალები, ბავშვები ყოფილიყვნენ ამ ომის მონაწილე… ხომ ეს უნდოდათ? აბა რომ გამოდგა უკრაინის პრემიერ-მინისტრი 28 თებერვალს, 4 დღის დაწყებული ომია და მოუწოდებს ამ ორკულ საზოგადოებას, რომ მიდით და თქვენს ხელისუფლებას მოსთხოვეთ თვითმფრინავით გამოუშვას ომში ხალხიო. ეს არის სინამდვილეში უსამშობლოების პრობლემა, სახე დაკარგული ნაცი ორკების, რომლებისთვისაც ზელენსკის სიტყვა უფრო დიდია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები