„ის, რომ ამერიკა თავის ინტერესებს ატარებს, ეს არის აქსიომა. ეს ვნახეთ უკრაინის ომის მაგალითზე. დეგნანი კატეგორიულად ითხოვდა „აირჩიეთ ახლა, სად დგახართო“. ობრაიანს მოვახსენე ეს და მითხრა – ჩვენ მაშინ შევცდით, ზედმეტი მოვითხოვეთო,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. ის, რომ ამერიკა თავის ინტერესებს ატარებს, ეს არის აქსიომა.
„თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. ის, რომ ამერიკა თავის ინტერესებს ატარებს, ეს არის აქსიომა. ტყუილი ის იყო, რომ ჩვენ ყოფილი ელჩები ამერიკის გვიმტკიცებდნენ, დეგნანი მაგალითად, გამოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესით მოქმედებს. რაც არის ტყუილი. აი, დღეს გერმანიის ელჩი, რომ გვეუბნება თითქოს ის საქართველოს ინტერესებით მოქმედებს, ელჩები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული საკუთარი ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, როგორ გამოდიან?!
ეს ვნახეთ ჩვენ უკრაინის ომის მაგალითზე. გაგვწირა ბევრმა ევროპელმა, რომელიც მოგვიწოდებდა ესკალაციისკენ. მე მოყოლილი მაქვს კიდევაც, ქალბატონი დეგნანი, როგორ მოვიდა ჩემთან 28 თებერვალს, 4 დღის დაწყებულია ომი და კიევს არის მიმდგარი რუსული ჯარი, როგორ მოდიოდა და კატეგორიულად ითხოვდა – „აირჩიეთ ახლა, სად დგახართ! უნდა მოახდინოთ ესკალაცია რუსეთთან, დაუწესოთ სანქციები, ჩაკეტოთ გზა და ა.შ. ის, რომ ელჩი მოვიდა ჩემთან და ეს მითხრა, მოვახსენე ბატონ ობრაიანს, როდესაც ჩამოსული იყო ჩამოსული ახალ ელჩ დანიგანთან ერთად. იცით რა მითხრა? – ჰო, ალბათ ჩვენ მაშინ შევცდით, რომ ზედმეტი მოვითხოვეთო. ჩემი პასუხი იცით რა იყო?!- აი, თქვენ, რომ შეცდით შეიძლება იმ შეცდომის გამო ახლა ვისი ტანკი იდგებოდა ამ ტერიტორიაზე ვიცით. ყველა ვინც ცდილობდა რუსეთთან ესკალაციას ითრევდა საქართველოს ომში. ყველა გვეუბნებოდა :„ჩაკეტეთ საზღვარი“. ყველა ვინც ამბობდა, რომ ვიზები შემოიღეთ, ეკონომიკური სანქციები დააწესეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.