კობა ნარჩემაშვილი: ბევრი ბიზნესიდან ფული ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის
შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც უსმენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისი ინფორმაციით, ბევრი ბიზნესიდან ფული ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის.
„თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ისევ ძველი გზებით შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას, მისი იდეა განწირულია. დღევანდელი ობიექტური რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია ორიათასსამი წლისგან. თუმცა, ფაქტია, „ნაციონალები“ ყველაფერზე წამსვლელები არიან, რათა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მოქალაქეებს. გახსოვთ, ალბათ, პირველი სამი თვე ხმა არ ამოუღიათ, ფიქრობდნენ, რომ მათ იმავე მეთოდებით გაუსწორდებოდნენ, როგორც თვითონ იქცეოდნენ, მაგრამ , როდესაც შეხედეს, როგორ აარიდა ხელისუფლებამ თავი დამნაშავეების დასჯას, დიდ გულზე მოვიდნენ და გაქტიურდნენ. ფული შეუშლით ხელს თუ სინდისი? მეტსაც გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, ბევრი ბიზნესიდან ფული ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის“, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი და გამოცემასთან კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. „გალფი კეზერაშვილის არ არის? დავით იაკობაშვილი, რომელიც „გალფის“ ოფიციალური წარმომადგენელია, საქართველოში კეზერაშვილმა შემოიყვანა. ვისია სალარო აპარატების ბიზნესი? – კეზერაშვილის! ბევრი ასეთი ფაქტის მოყვანა შეიძლება… „ნაციონალურ მოძრაობას“ არსად იმდენი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ ჰყავს, რამდენიც შს სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლოში, სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში“, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.