კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალურ მოძრაობას“ აფრთხილებს

„მინდა გავაფრთხილო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ზედმეტად ნუ გატოკდებიან, თორემ ქართველი ხალხი იქ შეტენის, სადაც ეგენი ქართველ საზოგადოებას ცოცხებსა და ხელკეტებს ტენიდნენ!“- ამის შესახებ გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს. როგორც რეჟისორი ინტერვიუში ამბობს, დღეს ევროპა პოლიტიკური კორუფციით ცხოვრობს.
„კარლ ბილდტის მაგალითი აჩვენებს, რომ დღეს ევროპა პოლიტიკური კორუფციით ცხოვრობს და ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. თანაც „ნაციონალები“: სააკაშვილები, კეზერაშვილები, ახალაიები, ბოკერიები – ძალიან დიდი ფულის პატრონები არიან და რაში უნდა დახარჯონ ეს ფული, თუ არა საკუთარი თავის გადარჩენაში?! საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ბერძნული სასამართლოს სინდისზე იყოს! დათა ახალაია, ადრე თუ გვიან რომ აღმოჩნდება ქართულ ციხეში, ამაში ეჭვი არ მეპარება! სააკაშვილზე ლაპარაკი არ ღირს, იმიტომ, რომ სააკაშვილი ჩვენი ბნელი წარსულია და მას ტუალეტის წყალი ჩარეცხავს! ერთი კვირით მაინც საქართველოში ტელევიზიების მაუწყებლობა რომ შეწყდეს, ქართულ საზოგადოებას საერთოდ დაავიწყდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ერთი კვირის თავზე აღარც გაახსენდებოდა, მაგრამ ქართულმა ტელევიზიებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ რეანიმაცია მოახდინონ, რასაც ჯერჯერობით პირუთვნელად ახორციელებენ! რაც შეეხება კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლების მიერ ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით პრემიერ – მინისტრის განცხადებას, ვიტყოდი, ბარაქალა ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟკაცობას, რომ ამას ხმამაღლა იძახის! ძალიან ცოტა პოლიტიკოსი ვიცი დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზზე, ვინც ამის ხმამაღლა თქმას გაბედავდა! ღარიბაშვილი იმიტომაც არის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა და იმიტომ უდგას საქართველოს სათავეში, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებას ბედავს“! – განაცხადა ხაინდრავამ „ასვალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები