ტრამპმა ისრაელის პრემიერს „ომის გმირი“ უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა , რომელიც აცხადებს, რომ შვიდი ომი დაასრულა, თავი „ომის გმირად“ გამოაცხადა და ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კარგ ადამიანი და თანამებრძოლი უწოდა.

ტრამპმა აღნიშნული შეფასება მარკ ლევინის რადიოინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა: „ის ომის გმირია, ალბათ მეც ვარ“.

ამასთან ერთად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან ერთად მუშაობდა, რათა დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გატაცებული ტყვეები გაეთავისუფლებინა.

მისი თქმით, საუბარია იმ სამხედრო ოპერაციებზე, რომლებიც ირანის წინააღმდეგ განხორციელდა მისი მმართველობის პერიოდში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები