“ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც “დიფ სთეითის” წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად ხდება თავდასხმის ობიექტი” – არჩილ გორდულაძე

“ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც “დიფ სთეითის” წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად ხდება თავდასხმის ობიექტი და აუცილებლად, დიფ სთეითის დავალებით, რუსულისა და რუსეთუმეს იარლიყის მიწებებას შეეცდებიან ხოლმე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“იგივე იყო “ქართული ოცნების” შემთხვევაში, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე [ასე ხდება], მაგრამ ერთ რუსულ გადაწყვეტილებას, არა რუსულ, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას (მიმდინარე პერიოდში ხომ განსაკუთრებით…), ვერავინ გაიხსენებს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიღებული იქნა მიმდინარე სესიის განმავლობაში პარლამენტში.

არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და საქართველო არის არის ამ თავდასხმის ობიექტები, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს ასეთი კამპანია და რაც მთავარია, ყველანაირი საბუთის, საფუძვლის გარეშე ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებსვე გვთხოვენ თავის მართლებას. განსაკუთრებით, ჩვენ ვხედავთ, რომ, დიფ სთეითის დავალებით, ამ ყველაფერს აღასრულებდა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო სკანდალი, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – ამბობს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები