ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრაზე პროგრესი გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით რუსული მხარის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიდი ხნის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხრიდან დადებით სიგნალებს პირველად ხედავს.
უკრაინის ლიდერმა განმარტა, რომ ომის დასრულების შესახებ დისკუსიები ლიდერების შეხვედრით უნდა დაიწყოს.
„რუსეთთან სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ გვჭირდება დღის წესრიგი ასეთი შეხვედრისთვის – შეხვედრა ლიდერების დონეზე. საქმე ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის საჯაროდ ვაყენებთ ამ საკითხს. ახლა მათაც დაიწყეს ამაზე საუბარი. ეს უკვე არის ნაბიჯი შეხვედრის გარკვეული ფორმატისკენ“, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისის საღამოს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ძირითადი თემები ცეცხლის შეწყვეტა, პატიმრების გათავისუფლება და უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა იყო.