თუთიყუში ვასილისა უკრაინულ ჰიმნს მღერის
ხუთი წლის ჟაკოს ჯიშის მდედრი თუთიყუში ვასილისა ერთ კვირაში ინტერნეტგმირი გახდა. ვიდეოს მისი მონაწილეობით უკვე 25 ათასი ნახვა აქვს. ჩიტი გამორჩეულია იმით, რომ ის უკრაინის ჰიმნს მღერის და თან მაიდნის ლოზუნგებს გაყვირის, მაგალითად ასეთს: “Україна – це Європа!“,- ,,უკრაინა ევროპაა!“ ჰიმნის შესწავლა მან დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო.
“იგი ძალიან მორცხვი გოგონაა, ამიტომ უცხოს თანდასწრებით იშვიათად მღერის, მაგრამ როგორც კი ვინმე შინაური წამოიწყებს სიმღერას, უცებ აიტაცებს ხოლმე მას“, – ამბობს ჩიტის პატრონი კიეველი გალინა. დილაობით კი თუთიყუში მას აღვიძებს სიტყვებით: ,,გაიღვიძე გალინა, სამსახურში წასვლის დროა“! თუმცა თუთიყუში თავმდაბალია, ზოგჯერ აცხადებს, რომ: ,,ვასილისაა თავადია!“ დილაობით კი ფაფასა და ტუალეტში გაყვანას ითხოვს. ვასილისას საჭმელებიდან მჟავე კომბოსტო და ტოლმა უყვარს. ოჯახის წევრებმა მისი აღზრდა პირველივე დღიდან დაიწყეს. რევოლუციური ჰიმნი მისთვის სპეციალურად არავის უსწავლებია. თავად დაინტერესდა, რადგან მის გვერდით ტელევიზორი დგას, საიდანაც ვასილისა მაიდანზე მიმდინარე ამბებს ისმენს ხოლმე.