დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზელენსკიმ დაწერა და დიალოგი დადებითად შეაფასა.

მისივე განმარტებით, ტრამპს რუსეთის საჰაერო დარტყმებზე და უფრო ფართოდ, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

„მადლობას გიხდით უკრაინისადმი ასეთი ყურადღებისთვის. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ცის დაცვის გასაძლიერებლად, ასევე დეტალურად ვისაუბრეთ თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებზე, ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებზე. განვიხილეთ ორმხრივი შესყიდვები და ინვესტიციები. გმადლობთ“, – წერს ზელენსკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები