მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განათლების მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც წინ წავა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, განათლების მიმართულებით
მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც წინ წავა.

„147-ე სკოლაში დავესწარი ეროვნული გამოცდების დაწყებას. მინდა პირველ რიგში დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდებს. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, ნდობისთვის და ასეთი პასუხისმგებლობის ჩაბარებისთვის. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განათლების მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც როგორც წინ წავა, ასევე სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება“, – აღნიშნა ლაშხმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები