კახიანი – ამერიკელ სენატორებზე: ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, თავდასხმას საქართველოს მართლმსაჯულებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ თავიანთი აგენტების დაცვამ ღია სახე მიიღო
“ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, თავდასხმას საქართველოს მართლმსაჯულებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ თავიანთი აგენტების დაცვამ ღია სახე მიიღო”, – ამის შესახებ „იმედის კვირას” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, რითაც ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებები შეაფასა, რომლებითაც მათ მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს მხარი დაუჭირეს.
„არც მალავენ ამას, რადგან სხვა შემთხვევაში კითხვა ჩნდება, რომ როგორ შეიძლება იმ ფონზე და იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს მსოფლიო იმყოფება და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ უნდა იცლიდნენ სენატორები იმისთვის, რომ ბატონი ბაჩიაშვილის მხარდამჭერი განცხადებები და კომენტარები გააკეთონ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.