“მარტო ისრაელს ირანის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება არ შეუძლია” – ირანის პრეზიდენტი
“ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმებით დადასტურდა, რომ ირანის წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მტრული ქმედებების უკან ვაშინგტონი დგას”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
„ირანის მიერ ისრაელზე დღეს განხორციელებული დარტყმები სინამდვილეში აშშ-ის პოლიტიკის პასუხია. მარტო ისრაელს ირანის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება არ შეუძლია“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.