მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში
“სერიოზული დაპირისპირებაა კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობაში”, ოთხ რადიკალურ პარტიას შორის, ვინაიდან დანარჩენი ორი პარტია კვლავ იმავე აზრზე დგას, რომ მათ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გამოაცხადონ ბოიკოტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“როგორც ჩანს, მათი გარე უფროსები ამ არჩევნებში ფსონს აკეთებენ “ლელოზე” და გახარიაზე, ვინაიდან ისინი სისხლიან რეჟიმთან პირდაპირ კავშირში არ არიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ხმის აღების საშუალება ექნებათ, თუ მათზე გააკეთებენ ფსონს.
ისინი იმასაც გაზომავენ, რომ, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ახალის” არმიღების შემთხვევაში, თუ მათი ხმები ვერ გადანაწილდება ბატონი გახარიასა და ბატონი ხაზარაძის პარტიებზე, მაშინ ამ ორ პარტიასაც დაავალებენ არჩევნებში მონაწილეობას.
მნიშვნელობა არ აქვს, ორ პარტიად გაიყვანენ კიდევ 8 პარტიად დაშლიან, თუ ერთი პარტიაში გააერთიანებენ, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.