ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი შეერთებულ შტატებთან ირანზე თავდასხმის შესახებ წინასწარ კოორდინაციას აწარმოებდა და ტრამპის ადმინისტრაციამ დარტყმის შესახებ იცოდა.
„წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს.
მე მისი სახელით არ ვისაუბრებ. ის ძალიან დამაჯერებლად და ძალიან მტკიცედ საუბრობს და ამბობს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მათ არ უნდა ჰქონდეთ გამდიდრების შესაძლებლობები“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში აშშ-ის მონაწილეობა ან დახმარება არ ყოფილა.