შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინისტრი ბენეფიციარებს შეხვდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრ „ანიკას“ ესტუმრა.
უწყების ხელმძღვანელმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, დღის ცენტრი დაათვალიერა და შშმ ბენეფიციარების მომსახურებების პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო.
საქართველოს პარლამენტმა, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, 2000 წელს გამოაცხადა. მიზანი შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.